ისრაელის ჯარებმა ქალაქი ჯენინი და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დევნილთა ბანაკი დატოვეს
ისრაელის ჯარებმა ქალაქი ჯენინი და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დევნილთა ბანაკი დატოვეს. ამის შესახებ „ბიბისი” იტყობინება. ჯენინში ისრაელის ჯარი აგვისტოს ბოლოდან, მასშტაბური კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში იმყოფებოდა. მედიის ცნობით, ისრაელის რეიდს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 130 კი დაიჭრა