ემიგრანტი მხატვრების შემოქმედება
კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გალერეა „შარდენი,“ ეროვნულ გალერეაში მასპინძლობს ოთხი ემიგრანტი მხატვრის გამოფენას „სამშობლოს მიღმა’’. გასული საუკუნის 20-იან წლებში, საცხოვრებლად საფრანგეთში წასული ხელოვანების, ფელიქს ვარლამიშვილის, ვერა ფაღავას, ვანო ენუქიძის და მიხეილ ბილანიშვილის ნამუშევრები ექსპოზიციაზე ეროვნული მუზეუმისა და კერძო კოლექციებიდან არის წარმოდგენილი.