ლაშა ბაქრაძეს ახსნა-განმარტების დაწერა და ბოდიშის მოხდა მოუწია
ლაშა ბაქრაძეს ახსნა-განმარტების დაწერა და ბოდიშის მოხდა მოუწია. „ნაცმოძრაობის“ წევრი ლიტერატურული მუზეუმის მოქმედი თავმჯდომარეა, სწორედ ამ სტატუსის გამო კულტურის სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხები მოესმინა. ის სამინისტროში დაიბარეს. საქმე ეხება ბაქრაძის მხრიდან შეურაცხმყოფელი, სიძულვილის ენის გამოყენებას. შეგახსენებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა
