ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომის ხეობაში, ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილ ხანძარს 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძოდა. ცეცხლის ქრობის პროცესში, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა. ინტენსიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ხანძარი ლიკვიდირებულია. მიზეზს გამოძიება დაადგენს

სიუჟეტის ავტორი: ანა შეპკინა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები