მოკლული მძევლები
ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელის ტერიტორიიდან შვიდი ოქტომბრის თავდასხმისას გაიტაცეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში ვარაუდობენ, რომ მძევლები ერთი ან ორი დღით ადრე მოკლეს, სანამ ისრაელის ძალები გვირაბს აღმოაჩენდნენ. შვიდ ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს „ჰამასმა“ 250-მდე ადამიანი აიყვანა მძევლად. მძევალთა ნაწილის გათავისუფლება გაცვლის ფარგლებში მოხერხდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამ დრომდე 35 მძევლის დაღუპვა დაადასტურა. უცნობია 101 მძევლის ბედი