ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთს, უკრაინისთვის დახმარების გაჭიანურების გამო აკრიტიკებს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთს, უკრაინისთვის დახმარების გაჭიანურების გამო აკრიტიკებს. გაბრიელიუს ლანცბერგისი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიის მოგერიებაში მოკავშირე ქვეყნები კიევს ნელი ტემპით ეხმარებიან. მისი თქმით, ვაშინგტონის მიერ კიევისთვის დაპირებული პატრიოტის საზენიტო კომპლექსი უკრაინაში ჯერ კიდევ არ ჩასულა. ლანცბერგისი აღნიშნავს, რომ რუსეთი გაზისა და ნავთობის ვაჭრობით მიღებულ შემოსავალს სამხედრო სფეროს ახმარს და უკრაინაზე თავდასხმებს ახორციელებს. ლანცბერგისი მიიჩნევს, რომ დასავლეთი რუსეთის წინაარმდეგ საკმარისად გაბედულ ნაბიჯებს არ დგამს.