ეკონომიკური ზრდა
2024 წლის ივლისში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ , 13 პროცენტი შეადგინა, მიმდინარე წლის შვიდ თვეში კი, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9,7 პროცენტით განისაზღვრა. ზრდის წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ოფიციციალური ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მშენებლობამ, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებმა შეიტანა.