„მოგზაურობა ბავშვობაში“- ბათუმის საზაფხულო თეატრი დღეს მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს
„მოგზაურობა ბავშვობაში“ ბათუმის საზაფხულო თეატრი დღეს მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს. კონცერტში ცნობილი ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ. მათ შორის ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, სოფო ხალვაში , ნეკა სებისკვერაძე, ნუკრი კაპანაძე. მუსიკალურ საღამოზე მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ დამუშავებული სიმღერების ახალი ვერსიები შესრულდება. საღამოს ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება და მაყურებელს რეპერტუარს, საბავშვო სიმღერისა და ანიმაციის ისტორიებით გააცნობს