მარკ ცუკერბერგი ბაიდენის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს
მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია Facebook-ზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ამერიკელების მიერ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციისთვის ცენზურა დაედო. პარალელურად ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ფეისბუქმა ჰანთერ ბაიდენის ნოუთბუქთან დაკავშირებული ისტორია დამალა. ამ შინაარსის წერილი, Meta-ს დამაარსებელმა შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს გაუგზავნა. წერილში მარკ ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ საკუთარ გადაწყვეტილებებს ნანობს. წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით თეთრ სახლს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. წერილის ადრესატი პალატის იურიდიული კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე, ჯიმ ჯორდანია.