საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალმოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალ მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ქუთათელ-გაენათელი მღვდელმოწამე ნაზარის სახელზე, ტაძარი სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშში 2011 წელს იკურთხა, რომელიც კახა კალაძის თაოსნობით აიგო. 1924 წელს ბოლშევიკებმა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი, სამღვდელო კრებულთან ერთად საფიჩხიის ტყეში წინასწარ გათხრილ საფლავებთან დახვრიტეს. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის სინოდმა, მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად აღსრულებული სასულიერო პირები, წმინდანებად შერაცხა.