ზუგდიდში, 1 700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება
ზუგდიდში, 1 700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ღირებულება 191 მილიონ ლარზე მეტია. ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ მიზნით, მასშტაბური მშენებლობა მიმდინარებს ოთხ ქალაქში, სადაც დევნილი ოჯახები გარემონტებულ, ახალ ბინებს მიიღებენ.