ალენ დელონი თავის მამულში დაკრძალეს
ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი თავის მამულში დაკრძალეს. მსახიობის სურვილის შესაბამისად, დაკრძალვის ცერემონიალს მხოლოდ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლო გარემოცვა დაესწრო. ალენ დელონი 18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.