კენედის მხარდაჭერა ტრამპს
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10-ი კვირით ადრე დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა კონკურენტისგან მიიღო. პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა რობერტ კენედიმ განაცხადა, რომ წინა საარჩევნო კამპანიას აჩერებს და ეგრეთ წოდებული მერყევი შტატების ამომრჩევლებს, რომლებიც მას აძლევდნენ ხმას, ტრამპის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. არიზონაში გამართულ პრეს კონფერენციაზე უმცროსმა კენედიმ იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რამაც დემოკრატიული პარტიიდან წასვლა აიძულა. ჰარისისა და ბაიდენის პარტიას მან ომის, ცენზურისა და კორუფციის პარტია უწოდა.