ოლიმპიური პრიზიორი
„ყველა სპორტსმენს აქვს ოცნება, კარიერული მიზანი რომლის მიღწევაც მათთვის უმთავრესია“. დღეს ქართველ მოკრივე ლაშა გურულზე მოგიყვებით. სპორტსმენზე, რომელმაც ქართული კრივის ისტორია შეცვალა და სპორტის ეს სახეობა უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანა. გურულმა 24 წლის შემდეგ პირველად საქართველოს კრივში ოლიმპიური მედალი მოუტანა და ამით სწორედ საკუთარ უმთავრეს მიზანს, ოლიმპიურ ჩემპიონობას უფრო მეტად მიუახლოვდა.