დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ირანთან შესაძლოა მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს, თუმცა არ დაუშვებს, რომ თეირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს
დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ირანთან შესაძლოა მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს, თუმცა არ დაუშვებს, რომ თეირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ნიუ ჯერსიში გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. ტრამპის თქმით, პეკინთან კარგ და სამართლიან ურთიერთობას გეგმავს.