სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს
სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით ერთ-ერთი კომპანიის კურიერი ორივე ფეხის არეში განზრახ მძიმედ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.