ხანძარი საბერძნეთში
საბერძნეთში ტყის მასშტაბური ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში არმიაც ჩაერთო. ასობით მეხანძრე-მაშველს ჯარისკაცები და მოხალისეები ეხმარებიან. ათენის სიახლოვეს გავრცელებული ტყის ხანძრის გამო იწვის საცხოვრებელი სახლები და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. საბერძნეთმა დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა. ათენის დასახმარებლად ევროკავშირმა სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები