გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია
გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია. თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა ფალავანმა ზაფხულის თამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში 3-გზის მსოფლიო ჩემპიონმა 3 ბრძოლა მოიგო.