გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია
თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპური თამაშების ნახევარფინალში ქართული დაპირისპირება შედგება. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს შეხვდება. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა მერვედფინალში უკრაინელი მეტოქე 11-0, ხოლო მეოთხედფინალში პოლონელი რომერტ ბარანი 9-ით 2 დაამარცხა. გენო პეტრიაშვილი ზაფხულის თამაშებზე მესამე მედლისთვის იბრძოლებს, რადგან ის ტოკიოში ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 2016 წელს რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფინალური ბლოკი 20 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.