საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირი
საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ბათუმის ბულვარში გამართული თამაშების ფინალურ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, ამხანაგური შეხვედრა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გამართეს.