გურამ ქუთათელაძის გამარჯვება
გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, UFC-ის მორიგი საღამო გაიმართა, სადაც გურამ ქუთათელაძემ ერთწლიანი პაუზის შემდეგ მიიღო მონაწილეობა. 32 წლის ქართველი UFC-ის დებიუტანტს, 28 წლის ინგლისელ მებრძოლს, ჯორდან ვუჩენიკს დაუპირისპირდა და დაამარცხა. ორთაბრძოლა ქართველის უპირატესობით წარიმართა და გურამ ქუთათელაძემ გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა.