ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 277-ამდე გაიზარდა
240 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ზონაში სამძებრო სამაშველო სამუშაო გრძელდება. ბოლო მონაცემებით, მეწყრით დაზარალებული რაიონებიდან 1500 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის 200 დაშავებულია. სტიქია ტურისტებისთვის პოპულარულ შტატში 30 ივლისს მოხდა. მეწყერი ხანგრძლივმა და ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. სტიქიამ 400-ამდე საცხოვრებელი სახლი დაანგრია და დააზიანა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.