სპეკულაცია ნავთობით
სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ენერგოუსაფრთხოების დარღვევაში ადანაშაულებენ. უკრაინამ, რუსული ნავთობის ტრანზიტის აკრძალვის გამო, ევროკავშირის ორ ქვეყანას ნედლეულის მიწოდება შეუწყვიტა. ბუდაპეშტი და ბრატისლავა კონტრზომებით დაიმუქრნენ. სლოვაკეთი კიევს დიზელის საწვავის მიწოდების შეწყვეტას, უნგრეთი კი ევროკავშირის დახმარების შეფერხებას დაჰპირდა. ევროკომისიამ ორი ქვეყნის თხოვნა არ გაითვალისწინა და კიევს ნავთობ ტრანზიტის აღდგენა არ მოსთხოვა