ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა და ის კვლავ 8 პროცენტს შეადგენს. ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში განმარტავენ, რომ გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლებელია, ინფლაციური წნეხი წარმოქმნას, კვლავ მაღალია. ნათია თურნავას განცხადებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზი ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის მერყევი ფასები და, ასევე, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულების ზრდის ტენდენციაა, რაც იმპორტირებულ საქონელზე ინფლაციის ზრდის რისკს ქმნის.