კამალა ჰარისს აკრიტიკებს დონალდ ტრამპის რჩეული, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც
კამალა ჰარისს აკრიტიკებს დონალდ ტრამპის რჩეული, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც. ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯეი დი ვანსმა თავისივე კომენტარი „უშვილო მეკატე ქალბატონი“ განმარტა. ვანსი აცხადებს, რომ არ ესხმის თავს ქალებს, რომლებსაც არ შეუძლიათ შვილების გაჩენა. მან აღნიშნა, რომ ამ კომენტარით ის თავს მხოლოდ დემოკრატების ანტი ოჯახურ იდეოლოგიას დაესხა.