იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.