მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი დაკარგული მოქალაქის სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო
მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი დაკარგული მოქალაქის სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. დაკარგულებს მესამე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები ეძებენ. ძებნა-შველის ოპერაციაში მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. ჩართულია სამაშველო დრონებიც. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, გუშინ მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ მოხერხდა.