ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ნადიმ ხმალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაბარებულების უმრავლესობა სუსში ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. შესაბამისად, ისინი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან. საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება ნადიმ ხმალაძე. საქმეზე უკვე გამოკითხულია ლაშა ჭიღლაძე. სუსში დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც, რომელიც პარტია „ახლის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. დღეს სუსში იმყოფებოდა კონსტანტინე ჯღამაია, თუმცა ისიც მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. ჯღამაიას უსაფრთხოების სამსახურთან ელოდებოდნენ ვახტანგ სურგულაძე და ბესო ბენდელიანი.