ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში დაიბარეს
ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში დაიბარეს. რესპუბლიკელი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ პენსილვანიაში გამართულ ყრილობაზე უსაფრთხოების ნორმები დაირღვა. როგორც მაიკ ჯონსონმა განაცხადა, საიდუმლო სამსახურის დირექტორს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განმარტებით, საიდუმლო სამსახურის მიმართ არსებული შეშფოთება კონგრესში ორპარტიულია. რესპუბლიკელები კიმბერლის გადადგომასაც კი მოითხოვენ.