ქუთაისის „ტორპედომ“ ალბანეთის „ტირანა“ სტუმრად დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედომ“ ალბანეთის „ტირანა“ სტუმრად დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა. სტივ კინის გუნდი მესამე წუთზე დაწინაურდა. ერთადერთი გოლი ბიორნ იონსენმა გაიტანა. დარჩენილ დროში სტუმრებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და 1:0 მოიგეს, ხოლო ორი მატჩი ჯამში 2:1 გაიმარჯვეს. „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „ომონიას“ შეხვდება, მატჩები 25 ივლისს და პირველ აგვისტოს გაიმართება.