ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან აამოქმედა
ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან აამოქმედა. ტაილანდმა 60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 93 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღო, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ტურისტის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის.