საქართველოში მოგზაურთა რაოდენობამ ბოლო ექვს თვეში 2 მილიონს გადააჭარბა
საქართველოში მოგზაურთა რაოდენობამ ბოლო ექვს თვეში 2 მილიონს გადააჭარბა. ეს შედეგი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. ტურისტები შემოდიან როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან - ინდოეთიდან და ჩინეთიდან.