რესპუბლიკელი კონგრესმენის და ყოფილი სნაიპერის კორი მილსის განცხადება
რესპუბლიკელი კონგრესმენის და ყოფილი სნაიპერის კორი მილსის განცხადებით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა უსაფრთხოების სამსახურის სერიოზულმა კრახმა განაპირობა. მილსი განმარტავს, რომ ის ტერიტორია, სადაც ტრამპი ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა, არასათანადოდ იყო დაცული. კონგრესმენის შეფასებით, გამოყენებული იარაღის ტიპის და ტრამპის ტრიბუნამდე დისტანციის გათვალისწინებით, ყოფილი პრეზიდენტი სიკვდილს მხოლოდ სასწაულებრივად გადაურჩა.