შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპზე თავდამსმხელი მარტო მოქმედებდა
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპზე თავდამსმხელი მარტო მოქმედებდა. სამართალდამცველების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, მოწმდება 20 წლის მეთიუ კრუკსის ტელეფონი, კავშირების დასადგენად. იარაღი, რომლითაც დონალდ ტრამპზე განხორციელდა თავდასხმა, ლეგალურად იყო შეძენილი. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის მანქანაში იპოვეს საეჭვო მოწყობილობა და მიმდინარეობს მისი გამოკვლევა.