მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს
სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავი ვიცე პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი გორის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას, დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. მანამდე, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში.
