20 საუკუნის წინ ვიტრუვიუსის მიერ შექმნილი, არქიტექტურის ბიბლიად წოდებული წიგნი, ქართულად პირველად გამოიცა
20 საუკუნის წინ ვიტრუვიუსის მიერ შექმნილი, არქიტექტურის ბიბლიად წოდებული წიგნი, ქართულად პირველად გამოიცა. „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“ - ქართული თარგმანის პრეზენტაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმასპინძლა. წიგნი სამინისტროს მხარდაჭერით ითარგმნა და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოსცა გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“.