ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა
ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ინფორმაციას სამხრეთ კორეა ავრცელებს. ოფიციალური სეულის ცნობით, ფხენიანმა რაკეტები 10 წუთიანი ინტერვალით, ჩრდილოეთ კორეის სამხრეთ აღმოსავლეთიდან, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გაისროლა. სამხრეთ კორეაში განმარტავენ, რომ ერთმა რაკეტამ 595 კილომეტრი იფრინა, მეორემ კი მხოლოდ 112.