საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 17-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა
ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ცნობილი მოჭიდავის - გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა. მან ფინალში ბერძენი მეტოქე დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი ნიკოლოზ მაისურაძე გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი, მათე ცინაძე და რატი რევაზაშვილი დაეუფლნენ. სერბეთში მიმდინარე ტურნირი ისტორიული აღმოჩნდა ქართველი ქალი მოჭიდავეებისთვის - მირანდა კაპანაძე პირველი ქართველი ქალი მოჭიდავეა, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა.