საქართველო-ესპანეთის თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე გორში
ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებენ გორში. საქართველო-ესპანეთის თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია თეატრის სკვერში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ზუსტად 23:00 საათზე დაიწყება. საღამოს ქომაგთა განწყობაზე დიჯეი იზრუნებს. გორში, მატჩების ღია ჩვენებები თეატრის სკვერში 14 ივნისიდან იმართება.
