ირანელი პოეტის, ფირდოუსის, „შაჰნამეს“ სრული ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა
ირანელი პოეტის, ფირდოუსის, „შაჰნამეს“ სრული ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. ცხრატომეული მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამომცემლობა „მერიდიანმა“ დაბეჭდა. ღონისძიებას თეა წულუკიანი, მთარგმნელი ბელა შალვაშვილი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და საელჩოს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „შაჰნამეს“ ცხრატომეული, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა.