დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბეთს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება
დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბეთს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს სატარიფო ლიბერალიზაციას საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურებისთვის. შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ემირატების მხრიდან მყისიერად გაიხსნება ბაზარი საქართველოსთვის , მნიშვნელოვან პროდუქციაზე. 2023 წლის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 39 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით