შეფასებები და გამოხმაურებები მსოფლიოდან
საქართველოს ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მისი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს. ასეთია შეფასებები და გამოხმაურებები მსოფლიოდან. საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს აშშ-ის საელჩო. განცხადება საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა. გილოცავთ გამარჯვებას! წინ საქართველო, წინ! ამ სიტყვებით ულოცავს ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებულ თამაშს, სოციალურ ქსელში ეხმაურება გერმანიის, ისრაელის და თურქეთის საელჩოც.