დებიუტანტი საქართველოს გამარჯვებამ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან საოცარი მუხტი შექმნა
დებიუტანტი საქართველოს გამარჯვებამ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან საოცარი მუხტი შექმნა. საქართველოს დროშები, სამანქანო მსვლელობები ,მილოცვები. ისტორიულმა გამარჯვებამ მთელი ქვეყანა გააერთიანა. ყველა ქართველი გულშემატკივარი საქართველოშიც და გერმანიაშიც სიამაყით ამბობს, რომ ამ მოგებას განსაკუთრებული ფასი აქვს და რომ ეროვნული ნაკრები ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს წერს.