ამერიკულმა სასამართლომ ჯულიან ასანჟის საქმე დახურა
ამერიკულმა სასამართლომ ჯულიან ასანჟის საქმე დახურა. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების სასამართლომ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს პატიმრობის ვადა მოხდილად ჩაუთვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. მან სასამართლოს შენობა უკვე დატოვა და მშობლიურ ავსტრალიაში გაემგზავრა. ჯულიან ასანჟი ბრიტანეთის ციხიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ამერიკულ პროკურატურასთან გარიგება დადო და თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ლონდონში ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. 2019 წელს ის ვაშინგტონის მოთხოვნით დააპატიმრეს და 5 წელი ბელმარშის მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფებოდა. ასანჟს ბრალად ჯაშუშობა და საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროება ედებოდა.