ხაზარაძე-ჯაფარიძეს კიდევ ერთი მომჩივანი ბიზნესმენი გამოუჩნდა
ხაზარაძე-ჯაფარიძეს კიდევ ერთი მომჩივანი ბიზნესმენი გამოუჩნდა. საუბარია „თიბისი ბანკის“ კლიენტებზე, რომლებსაც იმ კომპანიის ობლიგაციების შეძენა შესთავაზეს, რომლის დამფუძნებლებიც ასევე ხაზარაძე-ჯაფარიძე იყვნენ. ბიზნესმენის ადვოკატი ჰყვება, რომ 2017 წელს ჩადებული მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი კლიენტებს 2020 წელს სრულად უნდა დაჰბრუნებოდათ, თუმცა კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადეს. სად წავიდა გადახდილი მილიონები უცნობია. იურისტი განმარტავს, რომ ახლა დარღვევა მარეგულირებელმა უნდა დაადგინოს რის შემდეგაც, საქმე სავარაუდო თაღლითობის შესახებ პროკურატურაში წავა.