საქართველოს ეროვნული ნაკრები გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადება
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე და გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადება. ორ დღეში ქართველი ფეხბურთელები პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. დღეს ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გუნდი დახურულ ვარჯიშს გამართავს.