გერმანიაში ამერიკული სამხედრო ავიაბაზის, რამშტაინის დახურვის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა
გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ კაიზერს ლაუტერნში, ამერიკული სამხედრო ავიაბაზის, რამშტაინის დახურვის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ გერმანიის ხელისუფლებას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოსაგვარებლად, მშვიდობიანი გზების გამონახვისკენ მოუწოდეს.