საქართველოს ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ჩეხეთთან შეხვედრა ევრო 2024-ზე ფრედ დასრულდა. ჰამბურგში, სტადიონზე მრავლად იყვნენ ქართველი გულშემატკივრები და მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდნენ ეროვნულ ნაკრებს. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს. მათ მატჩი შეაფასეს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადეს.