ირაკლი კოპლატაძემ, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სლოვენიაში ელჩის თანამდებობა დატოვა, ირკვევა, რომ უკვე 6 თვეა ელჩი აღარ არის
ირაკლი კოპლატაძემ, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სლოვენიაში ელჩის თანამდებობა დატოვა, ირკვევა, რომ უკვე 6 თვეა ელჩი აღარ არის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია დაასრულა 2023 წლის 3 დეკემბერს და მას შემდეგ, 6 თვეზე მეტია იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში, შესაბამისად მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს