ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს მოუწოდებს, საჯაროდ გამოთქმულ სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა აიღოს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს მოუწოდებს, საჯაროდ გამოთქმულ სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა აიღოს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ვაშაძემ ირაკლი კობახიძის მისამართით ერთ-ერთი არხის ეთერში თქვა. იონათამიშვილის განცხადებით, ვაშაძემ ამ განცხადებით აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ყველა ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა.